რეზონანსი
28.08.2019

ცოტა ხნის წინ პეკინის ქუჩაზე 3 წლის ბავშვის დაჭრის შესახებ მშობლები ამბობენ, რომ ოჯახი ქუჩაზე იდგა, როდესაც ზებრა ხაზზე გადმოვიდა უცნობი ქალი, ბავშვთან დაიხარა, სახეზე ხელი დაუსვა და დაჭრა.

პირველადი დახმარება მცირეწლოვანს მიმდებარე აფთიაქში გაუწიეს.

„დავინახეთ როგორ მიუახლოვდა მსუქანი ქალი ბავშვს და სახეზე ხელი ჩამოუსვა... მერე გაიქცა. მამა გაეკიდა, მაგრამ მერე თავი დაანება, ბავშვისკენ მობრუნდა“, - ამბობენ თვითმხილველები.

„გვეგონა ეფერებოდა“, - აცხადებენ სასოწარკვეთილი მშობლები. მათი თქმით, ეს ქალი მათ არასდროს უნახავთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×