რეზონანსი
27.08.2019

 (რეზონანსი) პეკინზე მომხდარ საზარელ შემთხვევის თვითმხილველი ყვება, რომ 3 წლის ბიჭის დაჭრის შემდეგ, უცნობ ქალს მისი ტყუპისცალის დაჭრის მცდელობაც ჰქონდა, თუმცა მამამ ხელი ააფარა ბავშვს და ყვირილი დაიწყო. ამის შემდეგ ქალი გაიქცა, მამა დაედევნა, თუმცა უკან, დაჭრილი ბავშვისკენ მიბრუნდა და იქვე მდებარე აფთიაქში შეიყვანა.

დაშავებული ბავშვი ახლა ჟვანიას კლინიკაშია, სადაც ამ წუთებში მას ოპერაციისთვის ამზადებენ.

„ბავშვს ნაკვეთი ჭრილობა ჰქონდა ცხვირის ფუძეზე და მარჯვენა ყვრიმალის მიდამოში. ზოგადი მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის. ბავშვი ქირურგიულ განყოფილებაში იმყოფება, სახეზე ქირურგიული ჩარევა უტარდება. მიყენებული აქვს ორი, საკმაოდ ღრმა ჭრილობა", - ამბობს ექიმი მედია რამიშვილი.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×