რეზონანსი
27.08.2019

 (რეზონანსი)საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა აგვისტოს ტესტების პირველი მატჩი საუზერნ კინგსის წინააღმდეგ გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 24:20 გაიმარჯვა.

ქართველმა მორაგბეებმა პირველი ნახევარი 5:17 წააგეს, თუმცა მეორე ტაიმში თამაშის შემოტრიალება მოახერხეს და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივრებს დიდი სიხარული აჩუქეს.

„ბორჯღალოსნები" მომდევნო ტესტ მატჩს 30 აგვისტოს, „დინამო არენაზე" შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×