რეზონანსი
27.08.2019

 (რეზონანსი)რამდენიმე წუთის წინ ინციდენტი მოხდა პეკინის ქუჩაზე. „ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, უცნობმა ქალბატონმა 5 წლის ბავშვი ცივი იარაღით დაჭრა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ბავშვი მშობლებთან ერთად ტროტუარზე მიდიოდა, რა დროსაც მას უცნობი ქალბატონი თავს დაესხა და სახის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა.

შემთხვევის შემდეგ ქალი ადგილიდან გაიქცა, მცირეწლოვანი ბავშვი კი სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შსს-ში განმარტავენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×