რეზონანსი
27.08.2019

  ავთანდილ წერეთლს სასამართლომ ნახევარმილიონიანი გირაოს გადახდა დააკისრა.

სასამართლო პრიოცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. როგორც ბიზნესმენმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მას არ ჰქონდა ასეთი გადაწყვეტილების მოლოდონი, თუმცა მისივე თქმით, „მოსამართლემ თქვა ის, რაც დაუწერეს".

ავთანდილ წერეთელს გირაოს თანხის გადახდისთვის 14-დღიანი ვადა აქვს. თუმცა, თავად წერეთელი აცხადებს, რომ ის თანხის გადახდას არ აპირებს

„ტვ პირველის შენობა უნდა ჩადო აბა რა უნდა ჩადო ...ვერ ეღირსებიან...მე წავალ ციხეში" - განაცხადა წერეთელმა.

შეგახსენებთ, როგორც ტვ პირველის მფლობელმა და ვატო წერეთელმა განაცხადა, 500 000 ლარიანი გირაოს შემთხვევაში, ოჯახს ერთადერთი გამოსავალი - ტვ პირველის შენობის ჩადება რჩება.

წყარო: პრაიმტაიმი

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×