რეზონანსი
27.08.2019

  „რუსთავი 2"-ის აღმასრულებელ დირექტორად ირაკლი იმნაიშვილის შესაძლო დანიშვნას მისი კოლეგები ეხმაურებიან. მათი დიდი ნაწილი მას წარმატებებს უსურვებენ. მათ შორისაა „რუსთავი 2"-დან წასული ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანიც.

„ირაკლი იმნაიშვილს წარმატებებს ვუსურვებ. მან ჯერ კიდევ არ იცის რა ჯოჯოხეთში მოხვდა. ჯერ კიდევ არ იცის, რამდენ პირობას მისცემენ და რამდენჯერ „გადააგდებენ". მას არანაირი ემოციური ბმა ამ ტელეკომპანიასთან არ ჰქონია და ამდენად, მისი გადაწყვეტილების კარგად მესმის. ირაკლი ნამდვილი პროფესიონალია, ის უკვე წლებია ჩემი მეგობარია და მას არასოდეს შეუცვლია თავისი გადაწყვეტილებები და ის „აქაც მე ვარ იქაც მე ვარ" ტიპი არაა. ირაკლი ძალიან ჭკვიანი ბიჭია, ის მალე მიხვდება რა ილუზიებიც შეუქმნეს..." - აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ცნობილი გახდა „რუსთავი 2"-ის მფლობელსა და ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილს შორის არსებული მოლაპარაკებების შესახებ. არხის ხელმძღვანელობა მას აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას სთავაზობს.

წყარო: პრაიმტაიმი

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×