რეზონანსი
27.08.2019

  „თიბისი ბანკის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ეთერში სასაუბროდ იწვევს.

მისი თქმით, ის თანახმაა, ტელევიზიაში ივანიშვილთან ერთად განიხილოს, რაზე იყო შეთანხმება ანაკლიის პროექტთან დაკავშრებით.

„ჩვენ „თიბისი ბანკში" აქციები გვაქვს. ჩვენ არასდროს გვქონია საკონტროლო პაკეტი და სწორედ ამ გადასახედიდან შევქმენით 10-ათას კაციანი ორგანიზაცია. ისევე, როგორც ჩვენ არ გვექნება საკონტროლო პაკეტი ანაკლიაში. ჩვენ ვართ გუნდური მოთამაშეები, ჩვენ ვიზიდავთ ქვეყანაში ახალ პარტნიორებს, ინვესტორებს. ანაკლიაშიც არ გვექნება საკონტროლო პაკეტი, ამიტომ, ვამბობ, რომ ჩვენი არ არის ანაკლია. ახლა ცდილობენ პერსონიფიცირება გააკეთონ - ბადრი, მამუკა და ანაკლია. ჩვენ ჩავეხსენით ანაკლიას, დავრჩით, როგორც დამფინანსებლები.

რადგან ბევრი კითხვა დაგროვდა საზოგადოებაში, ვთავაზობ ბიძინა ივანიშვილს, მობრძანდეს ტელევიზიაში, შეიძლება ეს იყოს „იმედი" და ვისაუბროთ ღიად", - განაცხადა ხაზარაძემ.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×