„რეპორტიორის" ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია, რომ ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებული ახალი ტელეკომპანია „ასტრა პარკის" შენობაში განთავსდება. კომპანიის დირექტორი თამაზ შაფათავა ამ ინფორმაციას ადასტურებს.
„მოლაპარაკებების შესახებ პროტოკოლს ხელი მოეწერა და 100 პროცენტით შეიძლება ითქვას, რომ ტელეკომპანია აქ იქნება", - ამბობს შაფათავა.
მისი თქმით, „ასტრა პარკის" მფლობელები ამერიკელები არიან, ხოლო წარსულში დამფუძნებლებს შორის იყო მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანიაც.
საჯარო რეესტრის ბოლო მონაცემებით, კომპანიის დირექტორი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე თამაზ შაფათავაა, ხოლო 100 პროცენტიანი წილი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის საკუთრებაა.
„კომპანია მთლიანად ამერიკელებს ეკუთვნით. იქ ცხოვრობენ. ალსანია ადრე იყო ხოლმე დამფუძნებელი. ახლა აღარ არის", - ამბობს „ასტრა პარკის" დირქტორი თამაზ შაფათავა.
წყარო: პრაიმტაიმი