რეზონანსი
27.08.2019

 

„ტვ პირველის" მფლობელი ვატო წერეთელი, მამის, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთი ღონისძიების  შეფარდების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, ამ პროცესს არც მომჩივანი ჰყავს და არც დაზარალებული.

„სამ საათზე იწყება სასამართლო პროცესის ახალი სერია. პროცესის, რომელსაც არც მომჩივანი ჰყავს და არც დაზარალებული. პროცესის რომლის მიზანია, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის, მძევლად აყვანა და მისი თავისუფლებით ჩემთან ვაჭრობა.

P.S. დღეს 17:00, შეხვედრა გაიმართება ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. არ გამოვა!!! ტვ პირველი არ იყიდება!!! თავისუფლება არ იცვლება", - წერს წერეთელი.

ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე პროკურატურამ სასამართლოს მიმართა.

როგორც „პრაიმტაიმს" პროკურატურაში განუმარტეს, ბრალდების მხარე წინასწარ აღკვეთ ღონისძიებად 500 000 ლარის ოდენობით გირაოს მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ „თი ბი სი ბანკის" საქმეზე (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) გენპროკურატურამ ტელეკომპანია „პირველის" მფლობელის, ვახტანგ წერეთლის მამას, ავთანდილ წერეთელს ბრალი წარუდგინა.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×