რეზონანსი
27.08.2019

  პოლიციამ გურიაში 4 მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ფაქტებზე 2 პირი დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, ჯგუფურად ქურდობის ფაქტებზე დაკავებულია 1976 წელს დაბადებული კ.მ. და 1981 წელს დაბადებული ვ.თ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა გურიაში მოქალაქეების კუთვნილი 4 ძროხა მოიპარეს და გაყიდეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს";- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×