რეზონანსი
27.08.2019

 

„ტვ პირველს" ვერავინ ვერ წამართმევს - აცხადებს ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი, რომელიც საქართველოში დაბრუნდა.

წერეთელს ჟურნალისტებთან მიმდინარე გამოძიების დეტალებზე არ უსაუბრია და განაცხადა, რომ პროკურატურას უნდობლობას უცხადებს და მხოლოდ სასამართლოში გამოცხადდება. კითხვაზე, ელოდება თუ არა დაკავებას, განაცხადა რომ „ადამიანი ყველაფერს ელოდება"

„როცა დამიძახებენ სასამართლოში მივალ, არა პროკურატრურაში, პროკურატურა მორჩა უკვე", - ამბობს წერეთელი.

შეგახსენებთ, რომ „თი ბი სი ბანკის" საქმეზე (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) გენპროკურატურამ ტელეკომპანია „პირველის" მფლობელის, ვახტანგ წერეთლის მამას, ავთანდილ წერეთელს ბრალი გასულ კვირას წარუდგინა.

წერეთლის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე პროკურატურამ სასამართლოს უკვე მიმართა.

როგორც „პრაიმტაიმს" პროკურატურაში განუმარტეს, ბრალდების მხარე 500 000 ლარიან გირაოს მოითხოვს.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×