(რეზონანსი)ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ახალ ხემძღვანელობას მიმართავს და არხზე თავისი გადაცემის წაყვანას სთავაზობს.
"რუსთავი 2-ის" ახალ ხელმძღვანელობას ვთავაზობ ჩემს თავს საავტორო პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანად ისეთივე თავისუფლების პირობებში, როგორიც "იბერიაზე" მქონდა. სხვათა შორის, არც თუ ურიგო გადაცემას "პოლიტიკა არჩილ გამზარდიასთან ერთად" ვაკეთებდი, ჰოდა, რატომაც არა.
ხომ ამბობს" რუსთავი 2-ის" ახალი ადმინისტრაცია, რომ თავისუფალი და კრიტიკული მედია პროდუქტი გვინდაო, ჰოდა, აგერ ბატონო მშვენიერი ინდიკატორი, თუ კრიტიკა რეალურად გინდათ, მომეცით სივრცე, მხოლოდ სრული თავისუფლების პირობებში, როგორიც "იბერიაში" მქონდა.
პ. ს. ცხადია, ვეჭვობ, ვინმეს ეს შეთავაზება აინტერესებდეს, გასაგები მიზეზების გამო "ხელისუფლება არ დაუშვებს ამას), თუმცა თუნდაც რიტუალური თვალსაზრისით ასე ღიად გამოვთქვამ შეთავაზებას. - წერს არჩილ გამზარდია.