რეზონანსი
26.08.2019

 (რეზონანსი) ახალსოფლის მახლობლად, ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის ღია კერები არ შეინიშნება, თუმცა მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩებიან მეხანძრე-მაშველები, რომლებიც მონიტორინგს გაუწევენ და დაამუშავებენ ყველა ადგილს, სადაც მინიმუმ კვამლს შენიშნავენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საგანგებო შტაბი ადგილზე რჩება. ახალსოფელში ადგილზე რჩება ხანძრის საწინააღმდეგო ტექნიკის რამდენიმე ერთეული და თავდაცვის სამინისტროს მუხლუხებიანი სპეცტექნიკა. შტაბთან 24 საათის განმავლობაში მორიგეობს სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×