რეზონანსი
26.08.2019

 (რეზონანსი) ძალიან მალე „რუსთავი 2" დაგიბრუნდებათ იმ გადაცემებით, რომლებიც მაყურებლების დიდი პოპულარობით სარგებლობდა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც სალიამ აღნიშნა, უახლოეს დღეებში საზოგადოება მეტ პოზიტიურ სიახლეს უნდა ელოდოს.

ამასთან, პაატა სალიამ აღნიშნა, რომ „რუსთავი 2"-ის კარი ღიაა ყველასთვის, პროფესიონალებისთვის, „ვინც წლები მუშაობდა და მართლა უნდა, რომ ეს არხი იყოს მაღალპროფესიული, დამოუკიდებლი, მიუკერძოებელი და კრიტიკული ტელევიზია".

შეგახსენებთ, რომ პაატა სალიამ დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი და არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ირაკლი იმნაიშვილი წარადგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×