რეზონანსი
26.08.2019

 (რეზონანსი) შიდა ქართლში, რაზმათის ხეობაში, სადაც რამდენიმე საათის წინ წიწვოვან ხეებს ცეცხლი გაუჩნდათ, ხანძარი ლოკალიზებულია.

არსებული ინფორმაციით, დამწვარია 3 ჰექტარი წიწვოვანი ტყის მასივი. ამ ეტაპზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. უწყების ინფორმაციით, ადგილზე 6 ავტომანქანა, სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი და 30 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×