რეზონანსი
26.08.2019

 (რეზონანსი)  საერთაშორისო გამოცემა CNN-ი კაცხის სვეტის შესახებ წერს. მედიასაშუალების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში ავტორი ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარე ღირსშესანიშნაობას აღწერს.

"კაცხის კომპლექსი უნიკალურია. ბერები სვეტზე ასასვლელად ყოველდღიურად 20-წუთიან გზას მეტალის კიბის დახმარებით გადიან. დღესდღეობით სვეტი დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე წმინდა ადგილადაა მიჩნეული. ადგილობრივი ბერები ერთადერთი ადამიანები არიან, რომლებსაც სვეტის წვერზე ასვლის უფლება აქვთ", - აღნიშნულია სტატიაში.

CNN-ის მასალაში კაცხის სვეტის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, მასთან დაკავშირებული მკაცრი წესები და ღირსშესანიშნაობამდე მისასვლელი მარშრუტებია გადმოცემული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×