(რეზონანსი) ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის რეგრესია, უკან იყურება, წინ ერთ წამითაც არ იყურება, - ამის შესახებ "ნანუკას შოუს" წამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ტელეკომპანია GirchiTV-ის გადაცემა "თავისუფალ ბაზარში" განაცხადა.
"ჩემვის სასიამოვნო პროცესი იყო, როდესაც მივხვდი რომ ბიძინა ივანიშვილმა რაღაცა ვერ იყიდა. ეს ძალინ მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში რაღაცა კაცთან მოლაპარაკება, რომელსაც მე მიყიდვას ვეძახი ანუ ამ კაცთან საერთო ენა ნახო გლობალურ საკითხში, ჩემთვის არასწორია. იმიტომ რომ არასწორი კაცია.
მთელ რიგ საკითხებში არ ვეთანხმები. არ უყვარს მომავალი თაობა, განათლებაში ინვესტიციის ჩადება. საერთოდ არ ადარდებს ეს ქვეყანა როგორი იქნება. მგონია რომ ყველაფერს იყიდის, რასაც წარმატებით ახერხებს. შესაბამისად, ის რომ ამ ქვეყანაში გამოჩნდა ისეთი ვიღაცები, რომ ვერ იყიდა, ჩემთვის ეს ძალიან საამაყოა". - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.