რეზონანსი
26.08.2019

 (რეზონანსი) მოსკოვის პროკურატურა ითხოვს, რომ კიდევ ერთ წყვილს სასამართლომ მშობლის უფლება ჩამოართვას. საუბარია პეტრე და ელენე ხომსკებზე, რომლებიც 3 აგვისტოს მოსკოვში საპროტესტო აქციებში ბავშვებთან ერთად იღებდნენ მონაწილეობას. ინფორმაციას „ნიუპოსტი" ავრცელებს.

ცოლ-ქმარი მიტინგის დროს ვიდეოკადრში მოხვდნენ. ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ ცდილობს სამართალდამცავთა მწკრივი მომიტინგეების პუშკინის მოედნიდან, ხოლო ხომსკები "ომონის" რაზმის წინ დგანან და საბავშვო ეტლებს მიაგორებენ.

პროკურატურას მიჩნია, რომ მშობლებმა შეგნებულად განათავსეს აღნიშნული საბავშვო ეტლები სამართალდამცავებსა და "აგრესიულად განწყობილ მომიტინგეთა შორის, რათა ისინი პოლიციას არ დაეკავებინა, რითიც საფრთხეში ჩააგდეს ბავშვები".

აღსანიშნავია, რომ ეს ვიდეოკადრი პუტინის მიერ მართულმა მედიამ აიტაცა და მშობლებზე საშინელი ბულინგი განხორციელდა, მათ შორის სამთავრობო ტელეარხების მიერ.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც მიტინგში მონაწილე ცოლ-ქმარისთვის პროკურორები მშობლის უფლების ჩამორთმევას ითხოვენ. პირველი სარჩელი სასამართლოში პროკაზოვების ოჯახზე შევიდა, რომლებმაც 27 ივლისის მიტინგის დროს ჩვილი ბაშვი სხვა პირს გადაცეს. როგორც შემდგომ გაირკვა ეს :სხვა პირი" მათი ნათესავი იყო.

პროკაზოვების სასამართლო პროცესი მშობლის უფლების ჩამოთმევაზე 28 აგვისტოს უნდა გაიმართოს. რაც შეეხება ხომსკების ოჯახს, მათ შესახებ სარჩელი ჯერ სასამართლოს წარმოებაშ არ აუყვანია.

რუსული არასამთავრობო ორგანიზაციები და ადამიანის უფლებების დამცველები ამ ფაქტებს მომიტინგეების შანტაჟად და ზეწოლად აფასებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×