რეზონანსი
26.08.2019

 (რეზონანსი) მესტიაში, ბეთქილში მდებარე ახალგაზრდული ცენტრის მოაჯირის ნაწილი მოარღვიეს და ცეცხლის შესაკეთებლად გამოიყენეს. ამის შესახებ რადიო „ათინათს" ორგანიზაცია „ახალგაზრდები მთისთვის" წარმომადგენელმა და მესტიის მერიის კულტურისა და განათლების სამსახურის სპეციალისტმა დავით ნავერიანმა უთხრა. ცენტრში სწორედ აღნიშნული კლუბი ფუნქციონირებს.

„დღეს დილას ვნახე, რომ მოაჯირი მოურღვევიათ და მწვადის შესაწვავად გამოუყენებიათ. სამწუხაროდ, ვერ დადგინდება, ვინ გააკეთა ეს, თუმცა იმედია, აღარ განმეორდება", - აღნიშნა ნავერიანმა.

წყარო: radioatinati.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×