რეზონანსი
26.08.2019

 (რეზონანსი) „პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ტელეკომპანია „რუსთავი" 2-ში გადაცემა პროფილის გუნდმა დღეს მუშაობა განაახლა.

როდის იხილავს მაყურებელი ახალ სეზონზე „პროფილის" პირველ გადაცემას, ეს დამოკიდებული „კურიერის" ეთერში გაშვების დროზე. როგორც „პრაიმტაიმს" ინფორმირებული წყარო უამბობს, ყველა გადაცემა, რაც ამ დროისთვის არხზე არსებობს, ეთერში კურიერის გასვლის შემდეგ გავა.

რამდენიმე კვირის წინ გადაცემის წამყვანმა მაია ასათიანმა „პრაიმტაიმს" დაუდასტურა ინფორმაცია, რომ არხზე პროფილის დახურვა არ იგეგმებოდა და დღემდე ის შვებულებაში იმყოფებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×