რეზონანსი
26.08.2019

 (რეზონანსი) „თიბისი ბანკის" დამფუძნებლებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 700 000 -700 000-ლარიანი გირაო გადაიხადეს.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 000-ლარიანი გირაო 26 ივლისს შეეფარდათ.

ჯაფარიძესა და ხაზარაძეს ბრალი ოფიციალურად 24 ივლისს წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით).

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×