რეზონანსი
26.08.2019

 (რეზონანსი) ბათუმის ერთ-ერთ კლუბში მიღებული ინტოქსიკაციით 22 წლის, ანრი ვარშანიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ემიგრანტების იმედის" ხელმძღვანელი შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

შოთო სიხარულიძე: „ჩემი მეგობრის შვილია, შოკი მქონდა, ამბავი რომ გავიგე. კომატოზურ მდგომარეობაში დილის 05:05 საათზე მიიყვანეს, 12 საათის განმავლობაში იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, რის შემდეგაც, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობით გარდაიცვალა. გარდაცვლილთან ერთად იმავე კლუბიდან მიყვანილ ორ გოგოს ალკოჰოლური ინტოქსიკაცია აღენიშნებოდათ. ისინი მდგომარეობიდან გამოვიდნენ და საავადმყოფოდან გაწერეს".

19 აგვისტოს გამთენიისას, 5:00 საათზე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ „მედცენტრში" ერთ-ერთი კლუბიდან კომატოზური მდგომარეობით სამი პაციენტი, ორი გოგო და 22 წლის ბიჭი მიიყვანა.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×