რეზონანსი
26.08.2019

 (რეზონანსი) ჩრდილო ამაზონის რეგიონში, ტროპიკულ ტყეებში მძვინვარე ხანძარს დაახლოებით 44 000 სამხედრო მოსამსახურე შეებრძოლება, - ამის შესახებ ინფორმაციას ბრაზილიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს თვითმფრნავი C-130 Hercules, რომელიც ტყის ხანძარს ქალაქ პორტო ველჰოსთან ახლოს ებრძვის.

კოსმოსური კვლევის ეროვნული ინსტიტუტის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიის მთავრობამ ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციები დაიწყო, გასული შაბათ-კვირის განავლობაში ცეცსლის 1 130 ახალი კერა წარმოიქმნა.

საერთო ჯამში კი ამაზონის ტროპიკულ ტყეებში დაახლოებით 80 000 ხანძარია რეგისტრირებული, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×