(რეზონანსი) აღაიანში მოკლული 7 თვის ბავშვის მამა, მიხეილ დვალიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს და ფოტოს აქვეყნებს:
"ყველაზე მეტად მიყვარხარ. ძალიან, ძალიან მენატრები ჩემო პატარავ, მამას მაგარი კაცი ხარ" - წერს მიხეილ დვალიშვილი.
21 მაისს, გამთენიისას ბავშვის მამამ საბავშვო ეტლში 7 თვის ჩვილი გარდაცვლილი იპოვა. ამ დროს ბავშვის დედა სახლში არ იმყოფებოდა რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ ის თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს.
გამოძიების მასალების მიხედვით, რომელშიც არასრულწლოვანი დედის ჩვენება დევს, დაკავებული დანაშაულს აღიარებს და მოტივად ბავშვის მამაზე შურისძიება სახელდება.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.