რეზონანსი
26.08.2019

 ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას განცხადებით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ის ლიდერობს, თუმცა მეორე ტურის ალბათობა ძალიან დიდია.

ე.წ. აფხაზეთის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ ინფორმაციით, 154 საარჩევნო უბნიდან შედეგები დათვლილია 150 უბანზე და მიღებული მონაცემების თანახმად, რაულ ხაჯიმბამ ხმათა 26,6%-ი მიიღო, „კანდიდატმა“ ალხას კვიწინიამ - 24,6%, ხოლო ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ოლეგ არშბამ 24,9%.

აღნიშნული მონაცემების თანახმად, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, სადაც ერთმანეთს ხაჯიმბა და არშბა დაუპირისპირდებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×