რეზონანსი
26.08.2019

 ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის „სხვა შუადღის“ წამყვანები ამ დრომდე განვითარებული მოვლენების შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. წამყვანი და მსახიობი ბაია დვალიშვილი მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:

„ჭკუათმყოფელი რუსთავი 2-ზე დარჩება? არც მე ვრჩები, რა თქმა უნდა“  – თქვა დვალიშვილმა.

„პრაიმტაიმი“ თიკა ფაცაციასაც დაუკავშირდა. როგორც წამყვანმა და მომღერალმა განაცხადა, ის შვებულებაშია და ჯერ გადაწყვეტილება რჩება თუ არა "რუსთავი 2"-ში არ მიუღია.

„შვებულებაში ვარ და ჯერ არაფერი არ ვიცი. როცა გამოვალ მერე გავაკეთებ კომენტარს“, – ამბობს თიკა ფაცაცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×