რეზონანსი
24.08.2019

  საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე საბერძნეთის დიდი ტრადიციების მქონე კლუბის „არის"-ის სპორტული დირექტორი გახდა.

სანიკიძე ათენის „არისი"-ში 2016-2017 წლების სეზონში თამაშობდა, სადაც უმძიმესი ტრავმა მიიღო და ფაქტობრივად ეს გახდა კიდეც მისი კარიერის დასრულების მიზეზი.

სანიკიძეს ევროპის არაერთ კლუბში უთამაშია. წლების განმავლობაში ის ფრანგულ „დიჟონში", ესპანურ „სარაგოსასა და „ესტუდიანტესში, იტალიურ „ვირტუსსა და „სიენაში, ასევე რუსულ „უნიკსსა" და თურქულ „ანკარაში" თამაშობდა.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×