რეზონანსი
24.08.2019

 ლანჩხუთში სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის ბიჭი გერმანიაში მკურნალობის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და ახლა თავის სახლშია. ინფორმაცია ოჯახის მეგობარმა, რიმა ასკურავამ გამოაქვეყნა.

„ჩემო საყვარელო მეგობრებო! არასდროს დავკარგოთ უფლის რწმენა, ყოველთვის გვჯეროდეს სიკეთის, სიყვარულისა და სიტყვის ძალის! უფლის რწმენა, კეთილი საქმე, ერთმანეთის გვერდით დგომა და სიყვარული ყველაფერს გადაარჩენს! ზუსტად ისევე, როგორც ჩვენმა თანადგომამ ლუკა გადაარჩინა! დღეს ის სახლშია, ჩემს საყვარელ რაიონში და თავს ნორმალურად გრძნობს!

ყველა თქვენგანს ერთდროულად და ცალ-ცალკე უღრმესი მადლობა!!! თქვენი შვილების და ახლობლების ბედნიერებაში გადამეხადოს!!! დიდება უფალს და მადლობა თქვენ, ჩემო მეგობრებო!“ – წერს რიმა ასკურავა.

ცივი იარაღით დაჭრილი 19 წლის ლუკა ფაცურიას მდგომარეობა კრიტიკული იყო. მას დაზიანებული ჰქონდა ღვიძლი, ფილტვი, ნაწლავები, კუჭქვეშა ჯირკვალი. მის გადასარჩენად ქართველი და უცხოელი ექიმები იბრძოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×