რეზონანსი
24.08.2019

 “რუსთავი2”-ში დაწყებული საკადრო ცვლილებების შემდეგ ჟურნალისტთა თითქმის სრულმა შემადგენლობამ ტელევიზია დატოვა, რის გამოც საინფორმაციო ბლოკის პარალიზება მოხდა და მე-3 დღეა"კურიერი" ეთერში ვერ გადის. მაყურებლისთვის ცნობილია იმ ადამიანების შესახებ, ვინც არხიდან წავიდა, თუმცა ამ დრომდე უცნობია, დატოვა თუ არა არხი მაია ასათიანმა და გადაცემა “პროფილი”-ს გუნდმა. მათ ამის შესახებ არანაირი განცხადება არ გაუკეთებიათ, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომ პროფილი რჩება “რუსთავი2”-ზე.  საბოლოო პასუხი არ უთქვამს   ვანო ჯავახიშვილს და მის გუნდს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებს და გუნდური მსჯელობაა საჭირო.

(მარშალპრესი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×