რეზონანსი
23.08.2019

 (რეზონანსი) ანაკლიის ფესტივალიდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სამი ახალგაზრდა მწვავე ინტოქსიკაციის დიაგნოზით შეიყვანეს.

როგორც საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, სულხან ორჟონიამ განაცხადა, სამივე პაციენტი დაახლოებით ოთხ საათში გაეწერა.

ორჟონიას ინფორმაციით, ეს იყო დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიკური ეფექტით მოწამლვის ფაქტი, რომელსაც გართულებები არ გამოუწვევია.

ამჟამად უცნობია, ახალგაზრდებმა დატოვეს ზუგდიდი, თუ ისევ ფესტივალის ტერიტორიაზე, სოფელ განმუხურში იმყოფებიან.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×