რეზონანსი
22.08.2019

  ხელვაჩაურის საკრებულოს დეპუტატი ჯამბულ თავართქილაძე დააკავეს. საჯარო მოხელე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა აიყვანეს. ინფორმაციას „აჭარის მაუწყებელი" ავრცელებს.

ჯამბულ თავართქილაძე ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილეა.

ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ დეპუტატს, სავარაუდოდ, ქრთამის აღებას ედავებიან.

ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი მიშა ბოლქვაძე ამბობს, რომ სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ დოკუმენტაცია წაიღეს. ამბობს, რომ დეპუტატი დღეს დააკავეს, თუმცა კონკრეტულად სად არ იცის.

დაკავება სავარაუდოდ მიწის უკანონო პრივატიზაციის საქმეს უკავშირდება.

დეპუტატის დაკავების შესახებ მასალა თავდაპირველად tv 25-მა გაავრცელა.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×