რეზონანსი
22.08.2019

  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს, მოსახლეობას სახლის ერთ წერტილში ბუნებრივი აირის შეყვანის ხარჯებს მთავრობა დაუფინანსებს.

ზუგდიდის მერიის ცნობით, ხელისუფლებას აღნიშნული ინიციატივით ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიმართა."ვინც ჯერ კიდევ არ სარგებლობს ბუნებრივი აირით, ასეთი ოჯახების გაზიფიცირება სახელმწიფოს ხელშეწყობით მოხდება. ხოლო იმ ოჯახებს, რომლებმაც გაზიფიცირებისთვის 400 ლარი დახარჯეს, თანხა დაუბრუნდებათ,",- აცხადებენ მერიაში. აქციით სარგებლობა იმ პირებს შეეძლებათ, ვინც 1 ნოემბრამდე გამოთქვამს სახლში გაზის შეყვანის სურვილს.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×