რეზონანსი
21.08.2019

  ქუთაისში რუსული ოკუპაციის წინაღმდეგ საპროტესტო სტიკერები გააკრეს. აქციის ორგანიზატორია ადგილობრივი საზოგადოებრივი მოძრაობა „ევროპა ჩვენი სახლია".

როგორც „ინტერპრესნიუსს" აღნიშნულ ორგანიზაციაში განუცხადეს „ორმოცდათერთმეტი წლის წინ, 21 აგვისტოს, საბჭოთა ტანკები ჩეხოსლოვაკიის დედაქალაქში, პრაღაში შევიდნენ".

„საქართველოს ტერიტორიის 20%-ც კვლავ რუსული სამხედრო ოკუპაციის ქვეშაა და დღევანდელი აქცია მას ეძღვნება", - განაცხადეს ორგანიზატორებმა.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ევროპა ჩვენი სახლია" ანტისაოკუპაციო აქციებს ქუთაისში ხშირად მართავს.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×