რეზონანსი
21.08.2019

  ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ში მიმდინარე რეორგანიზაცია ჟურნალისტების ნაწილს შეეხო, ნაწილმა, პროტესტის ნიშნად, თავად გადაწყვიტა არხის დატოვება. „პრაიმტაიმი" არკვევს, ცნობილი ტელესახეებიდან, ვინ რა გადაწყვეტილება მიიღო. დარჩება თუ არა „რუსთავი 2"-ზე „The ვანოს შოუ", ამაზე გადაცემის წამყვანი თავად აკეთებს კომენტარს.

ვანო ჯავახიშვილი: - მე გადაწყვეტილებას ასე ვერ ვიღებ და ვერც ასე ხმამაღლა ვლაპარაკობ, ჯერჯერობით. შვებულებაში ვარ და გუნდის აზრები უნდა მოვისმინო. კომენტარს ჯერ ვერ გავაკეთებ.

- ანუ ჯერ გადაწყვეტილება არხზე დარჩენაზე ან წასვლაზე არ მიგიღიათ?

- არა. კომენტარს არ ვაკეთებ.

რამდენიმე კვირის წინ, მაშინ როდესაც გვარამია არხის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან მოხსნეს და ითქვა, „ვანოს შოუ" ნიკა გვარამიას ახალ არხზე გადადისო, ჯავახიშვილმა „პრაიმტაიმთან" შემდეგი კომენტარი გააკეთა.

ვანო ჯავახიშვილი: - „რუსთავი 2"-ის გუნდი შევთანხმდით ერთ საკითხზე, რომ სარედაქციო პოლიტიკა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და სანამ ხელშეუხებელი იქნება ეს პოლიტიკა, მანამ ჩვენ „რუსთავი 2"-ზე ვრჩებით.

- და ამ პოლიტიკის შეცვლის შემთხვევეაში?

- შეცვლის შემთხვევაში ჩვენთვის რთული იქნება არხზე გაჩერება. ჩვენი გუნდისთვის დამოუკიდებლობა გაცილებით ძვირფასია, ვიდრე რაიმე კონკრეტული დავალებების შესრულება. ახლა შვებულება გვაქვს. მთელი აგვისტო ვისვენებთ.

წყარო: პრაიმტაიმი

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×