(რეზონანსი) „13 წელია ამ სტუდიიდან გესალმებით და დღეს იმაზე მეტად ვღელავ ვიდრე მაშინ, როდესაც პირველად ვთქვი „ეთერშია კურიერი 9 საათზე", - 9-იანი კურიერის გამოშვება დიანა ჯოჯუამ ემოციური ტექსტით დაიწყო.
დღეს კურიერის მთავარი გამოშვება ზუსტად 4 წუთს გაგრძელდა.
„მე დიანა ჯოჯუა, აფხაზეთიდან კრემლის მიერ გამოგდებული ვერანაირი მიზეზით ვერ დავჯდები ეთერში, რომელიც ამ ქვეყანაში კრემლის მთავარი მომსახურის, ბიძინა ივანიშვილისაა. დღეს მე იძულებული ვარ გითხრათ „ნახვამდის"... ომი გრძელდება! - დიკა ჯოჯუამ არხი პირდაპირ ეთერში დატოვა.
მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა მიშა სესიაშვილმაც.
„დიახ, მეც დღეს ვტოვებ „რუსთავი 2"-ს... ბრძოლა გრძელდება"
შეგახსენებთ, რომ დღეს ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა არხიდან საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და ტელეკომპანიის სხვა ცნობილი სახეები გაუშვა.