გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19-23 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსია მოსალოდნელია.
რაც შეეხება დედაქალაქს, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.
წყარო: პრაიმტაიმი