რეზონანსი
19.08.2019

 გურიაში, სოფელ ნიგვზიანთან ავტოსაგზაო შემთხვევა შედეგად დაშავებულები ლანჩხუთის „მედალფას“ კლინიკაში გადაიყვანეს.ავარიის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 8 ადამიანი. ლანჩხუთის საავადმყოფოს დირექტორის რევაზ კვერენჩხილაძის თქმით ორი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, რის გამოც მათ რეანომობილით ქუთაისში გადაიყვანენ.

„ორი პაციენტი შემოიყვანეს მრავლობითი ტრამვებით, ერთი არის ქალბატონი 49 წლის და მეორე ბავშვი 12 წლის, მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ამიტომ ბავშვი გადაგვყავს აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრში, ხოლო ქალბატონი გადაგვყავს დასავლეთ საქართველოს რეგიონალურ ცენტრში, ქუთაისში. რეანომობილის ორივე ბრიგადა უკვე ადგილზეა“ -განაცხადა ლანჩხუთის საავადმყოფოს „მედალფას“ დირექტორმა რევაზ კვერენჩხილაძემ.

primetime

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×