რეზონანსი
18.08.2019

 გურჯაანში, სოფელ კარდენახში სიტვიერი გარჩევა სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა .

თანასოფლელმა ცივი იარაღით 48 წლის ყოფილი პოლიციელი, ვალერი კვაცაშვილი დაჭრა.

კვაცაშვილს 2 სხვადასხვა ჭრილობა მხარისა და ზურგის არეში აქვს მიყენებული. მას დახმარება გურჯაანის საავადმყოფოში გაუწიეს და უკვე სახლშია გაწერილი.

ინცინდენტი სოფლის ცენტრში მოხდა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა, კვაცაშვილს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, რის შემდეგაც უკვე დანით გაუსწორდა.

მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს დაზარალებული მხარე. შსს-ს ინფორმაციით, საქმე სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით აღიძრა. ინციდენტის მონაწილე ახალგაზრდა დაკავებული არ არის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×