რეზონანსი
18.08.2019

 აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ბათუმში მეჩეთის აშენება საერთო საზოგადოებრივი კონსესუსის საფუძველზე უნდა გადაწყდეს, ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელმა ტარიელ ნაკაიძემ ფეისბუქზე შემდეგი შინაარსის პოსტით უპასუხა:

“ფეხზე მკიდია თქვენი გადაწყვეტილებები და კონსერსუსები. მეჩეთი გაიხსნა და მალე დავიწყებთ მის აშენებას. თუ ვინმეს “ერთი ადგილი” აქვს შეუშალოს ხელი. ვისაც არ სურს თურქული მეჩეთი აშენდეს შემოგვიერთდეს და ქართული ავაშენოთ. არავინ არ გეკითხებათ თქვენ რას ავაშენებთ მუსლიმები. ვფიცავ ეს არ იქნება ბათუმში პირველი მეჩეთი. ამის გარდა კიდევ თუ დაგვჭირდება მესამესაც ავაშენებთ, მეოთხესაც და მეხუთესაც. და ნუ ლაყბობთ, რომ თითქოს ქართველი მუსლიმები სხვა რამის ფიქრობდნენ. ან რომელიმე ქვეყანას უძვრებოდნენ, თქვენგან განსხვავებით. თურქებს და რუსებს თქვენ უძვრებით ერთ ადგილას. აქვე მივაწერ. ვინც ამ პოსტის შემდეგ იბილწსიტყვავებს და არაკორექტულად დაწერს და მახსენებს მას უკან ვუბრუბებ მისივე სიტყვას, თან ქმედებით გაათმაგებულს თან ადგილზე მისვლის სერვისით”, - აცხადებს ნაკაიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×