ზუგდიდში, დღეს დილით ავარიისას დაშავებული ქალი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის სულხან ორჟონიას თქმით, პაციენტს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება:
„თავისა და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობით პაციენტი გადაყვანილია სპეციალიზებულ კლინიკაში, ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში"- განაცხადა ორჟონიამ.
ჯერჯერობით დაშავებული ქალის ვინაობის დადგენა ისევ ვერ ხერხდება.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ქვეითად მოსიარულე ქალს აუდის მარკის ავტომანქანა იმ დროს დაეჯახა, როცა ის ქუჩას კვეთდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წყარო: პრაიმტაიმი