რეზონანსი
17.08.2019

 ოდესაში, სასტუმრო „ტოკიო სტარში“ ხანძრის შედეგად დაიღუპა 8 და დაშავდა 10 ადამიანი. 

„ხანძრის შედეგად გარდაცვლილია 8 ადამიანი. დაიწვა 1000 კვადრატული მეტრის ფართობი. კიდევ 10-მა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო, მათგან 7 მეხანძრე-მაშველებმა გადაარჩინეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია“, - ნათქვამია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე 65 მეხანძრე-მაშველები და 13 ერთეული ტექნიკა იყო მობილიზებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×