რეზონანსი
16.08.2019

  გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე გუგუტიანთკარში ხვალ ან ზეგ ჩავა. ამის შესახებ დეპუტატმა Qartli.ge-ს განუცხადა.

„ის, რაც გუგუტიანთკარში ხდება, ძალიან ცუდია, მე არ ვყოფილვარ სოფელში, ვერ მოვახერხე ჩასვლა. ორი დღეა, გამოსული ვარ გორიდან, ჯერ გურიაში ვიყავი, შემდეგ ზუგდიდში და ვერ ჩავედი. ვაპირებ აუცილებლად ჩავიდე და ადგილზე გავეცნო ვითარებას. ხვალ ან ზეგ ჩავალ. არ დაწეროთ, რომ მოუცლელობის გამო ვერ ჩავედი ან უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მქონდა, ამაზე მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის არ არსებობს",- აცხადებს გორის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო მაკრახიძე.

შეგახსენებთ, რომ გუგუტიანთკარში ჩაუსვლელობის მიზეზად შვებულება დაასახელა დღეს გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა. გორის მერი შვებულებას გონიოში ატარებს და ამბობს, რომ მიმდინარე პროცესების შესახებ საქმის კურსშია თუმცა, ადგილზე არსებულ ვითარებას პირადად გორში დაბრუნების შემდეგ გაეცნობა.

წყარო: Qartli.ge

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×