რეზონანსი
16.08.2019

  თბილისი-ზუგდიდის სამგზავრო მატარებელი ხობთან დაახლოებით 2 საათის განმავლობაში იყო გაჩერებული.

„პრაიმტაიმს" ხობის სადგურის დირექტორმა რუბენ ვეკუამ განუცხადა,რომ მატარებელი ჩამოვიდა ხობში 12:50 წუთზე და მხოლოდ 14:40 წუთზე დაიძრა. მგზავრების ინფორმაციით, მატარებლის გაჩერება, მატარებლის წინ მიმავალმა ელმავალმა გამოიწვია, რომელიც, სავარაუდოდ, გაფუჭდა. მგზავრებმა მომხდართან დაკავშირებით პრეტენზიები გამოთქვეს.

„თან ისე ცხელა დღეს, არც ვიცოდით რა მოხდა, ზოგი ტაქსით, ზოგი მარშუტკით წავიდა ზუგდიდამდე", - განაცხადეს მგზავრებმა.

წყარო: პრაიმტაიმი

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×