რეზონანსი
16.08.2019

  აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში ელექტროენერგეტიკული სისტემის განვითარების პროექტის გამო, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას" მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება მიენიჭა.

საქმე ეხება „ახალციხე-ბათუმის" 220 კვ. ორჯაჭვა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტს, რაზეც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ" აჭარის რეგიონში მცხოვრებ 8 ოჯახთან ქონების გასხვისება/ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწია.

როგორც ეკონომიკის მინისტრის ბრძანებაშია აღნიშნული, ექსპროპრიაციას დაექვემდებარება ბათუმში; ქედის რაიონში, სოფელ დანდალოში; ქედის რაიონში, სოფელ ნამლისევში; ქედის რაიონში, სოფელ კვაშტაში; ქედის რაიონში, სოფელ ზენდიდში; ბათუმში, ხიხანის ქუიჩაზე; ბათუმში, ხელვაჩაურის დასახლებაში მდებარე რამდენიმე ასეილი კვ.მ. მიწის ნაკვეთი.- აღნიშნულია ეკონომიკის მინისტრის ბრძანებაში.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×