რეზონანსი
16.08.2019

 

ჩემი მოადგილე ყოველდღე ადგილზეა და მიმიდინარე მოვლენების შესახებ საქმის კურსში ვარ. კვირას მეწურება შვებულება და რომ ჩამოვალ შევხედავ, რა სიტუაცია იქნება და მეც ჩავალ გუგუტიანთკარში,-ამის შესახებ გორის მერმა,კონსტანტინე თავზარაშვილმა qartli.ge-ს განუცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე პროცესების შესახებ საქმის კურსშია თუმცა, ადგილზე არსებულ ვითარებას პირადად გორში დაბრუნების შემდეგ გაეცნობა.

გორის მერი შვებულებას აჭარის რეგიონში, გონიოში ატარებს.

ცნობისთვის, გუგუტიაანთკარში საოკუპაციო ძალები გასულ კვირას გამოჩნდნენ და ახალი ხელოვნური ბარიერების მშენებლობა დაიწყეს. ე.წ. საზღვრის მიღმა ორი სახლი და მიწის ნაკვეთები აღმოჩნდა.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×