რეზონანსი
16.08.2019

 რამდენიმე დღის რძალმა დედამთილს 7000 ლარამდე თანხა მოჰპარა. ქურდობის დროს სახლში სამი წევრი იმყოფებოდა. რძალმა ოჯახის კუთვნილი ავტომანქანის გატაცებაც სცადა, რის შემდეგაც დედამთილმა დახმარებისთვის მეზობლებს და პოლიციას მიმართა. ადგილზე მისულ ჟურნალისტებს მომხდარი ფაქტის შესახებ ძალიან ემოციურად მოუთხრობდა დამნაშავე ქალის ქმრის ბებია ეთერ კაკულია. მისი საუბრის მანერა მაშინვე აიტაცეს სოციალურ ქსელში და რამდენიმე სასაცილო "ქიუბიც" მიუძღვნეს.

როგორც გაირკვა, ეთერ კაკულია ახლა ძალიან ნანობს, რომ ტელეეთერით გამოჩნდა საზოგადოების წინაშე და სოციალურ ქსელში მისი საუბარი საქილიკო გახდა. 

„არავის ნახვა არ უნდა, არც სამსახურში გამოჩენილა, სადაც მუშაობს“,- განუცხადა "პრაიმტაიმ" ოჯახის ახლობელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×