დედამთილისთვის ფულის მოპარვის გამო დაკავებულ რძალს, 26 წლის ნინო ჭითანავას, რომელსაც ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 3-წლიანი საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს, მამა გარდაეცვალა. მის საქმეზე სხდომა გუშინ გაიმართა. როგორც ოჯახის ახლობელი ამბობს, ნინოს მამის გარდაცვალების შესახებ სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს შეიტყვეს.
„მამა მანამდეც ავადმყოფობდა და ეს კარგად იცოდნენ მისმა ოჯახის წევრებმა, ვისთანაც იგი 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. არაფერი ვიცით, რაში დასჭირდა გოგოს ამდენი ფული, ჩვენ ვერაფერს ვამტკიცებთ, ეს მხოლოდ ოჯახის წევრებმა იციან. ქმარი კარგა ხანია წასულია საზღვარგარეთ და ნინო ბავშვებთან მარტო იყო და ქმრის ბებია და დედამთილი ეხმარებოდნენ შვილების გაზრდაში“,- განუცხდა მან „პრაიმტაიმს“.
მისივე თქმით, ეთერ კაკულია (ქმრის ბებია) ნანობს, რომ ეთერში გამოჩნდა და სოციალურ ქსელში მისი აქცენტის გამო საქილიკო გახდა. „არავის ნახვა არ უნდა, არც სამსახურში გამოჩენილა, სადაც მუშაობს“,- დასძინა მან.