რეზონანსი
16.08.2019

 პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, სადაც სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს, ქვის თაღები ნაწილობრივ ჩამოინგრა. როგორც გამოცემა "ფიგარო" წერს, ამის შესახებ საფრანგეთის კულტურის სამინისტროში აცხადებენ.

უწყებაში აღნიშნეს, რომ ძლიერი სიცხის გამო, თაღებიდან ქვები ჩამოვარდა და შენობა კვლავ განადგურების საფრთხის წინაშეა.

ნოტრ-დამის აღდგენაზე მუშაობა 25 ივლისს ტერიტორიის შესაძლო დაბინძურების გამო დროებით შეჩერდა და მას შემდეგ აღარ გაგრძელებულა.

14 აგვისტოს, პარიზში, მასშტაბური ხანძრის გაჩენის შემდეგ, ღვთისმშობლის ტაძრის ტყვიისგან გაწმენდის სამუშაოები დაიწყო. ტაძრის დასუფთავებისთვის მინიმუმ 10 დღე გამოიყო, რის გამოც ნოტრ-დამის მიმდებარე ტერიტორია დაიკეტა. აღსანიშნავია, რომ ეს ტაძრის ტყვიისგან გაწმენდის მეორე მცდელობაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×