„გალერია თბილისში“ ვითარება სრულად კონტროლირებადია, დაკვამლიანების კერა აღმოჩენილია –ინფორმაციას და ფოტომასალას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება „თბილისი გალერის“ შენობაში დაკვამლიანების შესახებ.
შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
მეხანძრე-მაშველების მიერ, დაუყოვნებლივ განხორციელდა შენობის ევაკუაცია და დაკვამლიანების კერის მოძიება.
ამ დროისათვის, ვითარება სრულად კონტროლირებადია, დაკვამლიანების კერა აღმოჩენილია. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, დაკვამლიანებასხანძარი არ მოჰყოლია“- ნათქვამია სპეციალურად გავრცელებულ ინფორმაციაში.
