რეზონანსი
15.08.2019

 (რეზონანსი) რუსეთში ავარიული დაშვების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 74-მდე გაიზარდა, მათ შორის 19 ბავშვია. კომპანია "ურალის ავიახაზების" კუთვნილი სამგზავრო ლაინერი დღეს კატასტროფას შემთხვევით გადაურჩა.

"ეარბას 321-ს" მოსკოვის ჟუკოვსკის აეროპორტიდან აფრენისთანავე თოლია შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთ ძრავს ხანძარი გაუჩნდა. ეკიპაჟმა თვითმფრინავი ავარიულად სიმინდის ყანაში დასვა.

ლაინერი რეისს მოსკოვი-სიმფეროპოლის მიმართულებით ასრულებდა, ბორტზე კი 226 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×